
უკრაინის პარლამენტის წევრმა, რომელიც ამ შაბათ-კვირას რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა, თქვა, რომ კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა ვერ დამალა ემოციები, როდესაც მას რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ბავშვების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მარია მეზენცევამ, რომელიც რომში იმყოფება უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში, პირადად მიაწოდა მძიმე ინფორმაცია პაპს - ”მან დაიწყო ტირილი, უბრალოდ, ეს მას ძალიან შეეხო,” - თქვა მეზენცევამ.
მეზენცევამ ასევე თქვა, რომ დელეგაციამ მიიღო "პოზიტიური სიგნალი" რომის პაპის უკრაინაში ვიზიტის შესაძლებლობის შესახებ.
18 აპრილის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას უკვე 205 ბავშვი ემსხვერპლა.