
"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსისა და მთავრობის თავმჯდომარის მამის, დავით რიჟვაძის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.
პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე განმარტავს, რომ ეს ადამიანები პოლიციის სამმართველოში საარჩევნოდ სპორტსმენების ზონდერ-ჯგუფებად გამოყენებას ცდილობდნენ.
გიორგი კირთაძემ ასევე გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოჭიდავეების ოჯახის წევრების ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან პანდემიის დროს თანხები ჩაირიცხა.
კირთაძე აცხადებს, რომ ეს არის 8 მარტის შეთანხმების უხეში დარღვევა. იგი ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს თხოვნით მიმართავს, საქმე კონტროლზე აიყვანონ, პროკურატურას კი საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას სთხოვს.