რუსეთმა Human Rights Watch-ის ვებგვერდი დაბლოკა 

გამოქვეყნდა:

როსკომნადზორმა, რუსეთის გენერალური პროკურატურის თხოვნით, აკრძალული საიტების რეესტრს Human Rights Watch დაამატა - ამის შესახებ BBC წერს. 

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სტატია სახელწოდებით: "უკრაინა: ბრძოლებს გაქცეული მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან რუსული თავდასხმის დროს" - გამოქვეყნდა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ვებგვერდზე. 

Human Rights Watch-ის სტატიაში საუბარია რუსული ჯარების მიერ ჰუმანიტარული დერეფნების დაბომბვაზე. შედეგად, HRW-ს მთელი ვებგვერდი დაიბლოკა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი