
ლვოვის სარკინიგზო სადგურზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად, 7-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი.
აფეთქების ხმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქში გამთენიისას 8 საათსა და 30 წუთზე გაისმა. შემდეგ კი განმეორებითი შეტევები ლვოვზე კიდევ 4 ჯერ განხორციელდა.
"განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში თავშესაფრებში უნდა ჩახვიდეთ. ქალაქში ყველა მნიშვნელოვანი დაწესებულება მუშაობს. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, გამოითქვა ვარაუდი, რომ რაკეტები, რომლებიც ლვოვში ჩამოვარდა, მართვადი იყო და ივანო ფრანკოსვსკის მიმართულებით იყო გასროლილი, თუმცა პირველად სამიზნეს ასცდა" - ამბობს ლვოვის მერის მრჩეველი, ადრიან გუტნიკი.
განადგურებულია რკინიგზის სადგურის ნაწილი და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ამ დრომდე მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო ოპერაცია.