მედვედჩუკი გაცვლას ითხოვს - უკრაინის SBU დაკავების შემდეგ, პუტინის მეგობრის პირველ ვიდეოს ავრცელებს

გამოქვეყნდა:

ვიქტორ მედვედჩუკმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მიმართა და  სთხოვა, გაცვალონ ის, მარიუპოლის დამცველებსა და იქ მცხოვრებ მოქალაქეებში. ვიდეომიმართვას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

"მე, ვიქტორ მედვედჩუკი, მივმართავ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. გამცვალეთ მარიუპოლის მცხოვრებლებსა და მცველებში, რომლებიც ამ დრომდე მარიუპოლში იმყოფებიან და ჰუმანიტარული დერეფნების დახმარებით, უსაფრთხოდ გამოსვლის საშუალება არ აქვთ" ამბობს მედვედჩუკი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად 12 აპრილს დააკავა. ლვოვის რაიონულმა სასამართლომ მას 16 აპრილს, გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეუფარდა. 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი