
23 - 24- 25 აპრილს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგომის დღესასწაულიდან გამომდინარე, განსხვავებული გრაფიკით იმუშავებს. თბილისის მერის თქმით, აღდგომის ღამეს, მეტრო დილის 4 საათამდე იქნება, სასაფლაოების მიმართულებით კი უფასო ავტობუსები იმოძრავებს.
"აღდგომის ღამეს მეტრო იმუშავებს გახანგრძლივებულად, ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ეკლესიაში, ესწრება წირვას და ძალიან გვიან მთავრდება ეს ყველაფერი, შესაბამისად, ეს ადამიანები საჭიროებენ სახლში დაბრუნებას, ვიზრუნეთ ჩვენ მოქალაქეებზე და ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნება საზ. ტრანსპორტი, კერძოდ - 23 აპრილის 00:00 საათიდან 24 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს მეტრო. გარდა ამისა, 24-25 აპრილს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსების იმოძრავებს და თბილისელებს უფასოდ მოემსახურება", - თქვა კალაძემ.
სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გავლენ: