დავით ზალკალიანის აშშ-ის ვიზიტის და სიტუაციის დალაგების მცდელობის შემდეგ სენატორები მორიგ კრიტიკულ წერილს აგზავნიან - შეფასებები თბილისში

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ის ვიზიტს მორიგი კრიტიკული წერილი მოჰყვა სტრატეგიული პარტნიორებისგან. ჯიმ რიშსა და ჯინ შაჰინთან შეხვედრის დასრულებისთანავე ამერიკელი სენატორები ქართველ მინისტრს გზაში ახალ წერილს აწევენ.

ისინი მკაფიოდ და ცალსახად აფიქსირებენ იმას, რაც უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სტრატეგიული პარტნიორტობა შეერთებულ შტატებთან.

მათი შეფასებით, აუცილებელია დაპირებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სასამართლოს გათავისუფლება. ამავე გზავნილში სენატორები წერენ, რომ დავით ზალკალიანისგან რეფორმების გაგრძელების გარანტიები მიიღეს.

„ჩვენი გახარიასადმი გაგზავნილი ბოლო წერილის შემდეგ, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების გამო. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობა. რუსეთის ფედერაცია კვლავ მართავს ღობეებს საქართველოს ტერიტორიებზე და ყოველ ჯერზე მათი მცირე ნაწილების ანექსირებას ახდენს. აშშ კვლავ რჩება ერთგული თავისი ვალდებულებისა, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიულ გარდაქმნას, თუმცა ჩვენ პოზიტიური გაუმჯობესებებიც უნდა დავინახოთ. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს იყოს იდეალური, მაგრამ მთავრობამ უნდა გვაჩვენოს, რომ ის სერიოზულად უდგება ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს“, - წერია წერილში.

თბილისში ოპოზიციამ ეს გარანტიები ორგვარად აღიქვა. ხელისუფლების ოპონენტები ახლა ან დაპირების შესრულებას მოელიან ან ივანიშვილის კიდევ ერთ ტრიუკს, რომელიც მას გაცილებით ძვირი დაუჯდება.

დღეს კიდევ ერთი კონგრესმენი პიტ ოლსენი შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დოკუმენტს. საქციებზე სულ უფრო ხშირად საუბრობს ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლება. აშშ-ის საცხელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მაიკ პომპეო Twitter-ზე წერს, რომ ბულგარელი მოსამართლეების წინააღმდეგ შეიძლება, სანქციები დაუწესდეთ, რომლებიც კორუფციაში არიან შემჩნეულები.

ხვალიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იწყებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი