მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. არსებობს საფრთხე, რომ მიგვიყვანოს ძალიან საშიშ შედეგამდე - თუთბერიძე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება...არსებობს საფრთხე, რომ მიგვიყვანოს ძალიან საშიშ შედეგამდე -  ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ისაუბრა.

 მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ამ დრომდე არ ეძლევა მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლება, როგორც კონსილიუმის წევრ ექიმებს, ასევე მის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად შესაცვლელად არავითარი ღონისძიება სახელმწიფოს არ განუხორციელებია. შესაბამისად, მას ვერ უტარდება და არ უტარდება ადეკვატური სამედიცინო დახმარება, მომსახურება, რაც შეუძლებელია ჩატარდეს ამ დაწესებულებაში. ამაზე არაერთხელ მიუთითა არაერთმა პროფესიონალმა ექსპერტმა მედიკოსმა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად და სამწუხაროდ არსებობს საფრთხე, რომ მიგვიყვანს ძალიან საშიშ შედეგამდე", - ამბობს შოთა თუთბერიძე

უფლებადამცველის თქმით, რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი აპირებს დაესწროს უახლოეს სასამართლო პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი