
თურქეთმა ერაყში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ ახალი შეტევა დაიწყო - ამის შესახებ საერთაშორისო მედიასაშუალება, aljazeera იტყობინება.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედრო თვითმფრინავებმა, ვერტმფრენებმა და უპილოტო თვითმფრინავებმა დაარტყეს ქურთი ბოევიკების სამიზნეებს: ბანაკებს, გვირაბებს, თავშესაფრებსა და საბრძოლო მასალის შესანახ ადგილებს ჩრდილოეთ ერაყში.
"ჩვენი ოპერაცია ამ დრომდე წარმატებით გრძელდება, როგორც დაგეგმილი იყო. პირველ ეტაპზე გამოვლენილი სამიზნეები დატყვევებულია", - თქვა მან, მაგრამ ოპერაციის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ეს სამხედრო მოქმედება ერაყსა და სირიაში, ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) და სირიელი ქურთული YPG მილიციის წინააღმდეგ თურქეთის ხანგრძლივი კამპანიის ნაწილია. ამ ორგანიზაციებს თურქეთი ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს.
ანკარა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ „ტერორისტულ“ დაჯგუფებად დასახელებული PKK თურქეთის წინააღმდეგ აჯანყებას 1984 წლიდან აწარმოებს.