
მოსკოვი ბულგარეთის საელჩოს თანამშრომლებს ქვეყნიდან აძევებს. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ატანას კრასტინი, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში, მიწვეული იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას წარუდგინეს სამინისტროს ნოტა, რომლის თანახმადაც მოსკოვში ბულგარეთის საელჩოს თანამშრომლები პერსონა ნონ გრატად გამოცხადდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს არის საპასუხო ღონისძიება ბულგარეთის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღეს მარტში, სოფიაში რუსეთის საელჩოს 10 დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ.