რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორი გარდაიცვალა - მედია

გამოქვეყნდა:

რუსული მედიის ცნობით, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორი, ვიაჩესლავ ტრუბნიკოვი. გარდაცვალების გარემოებები და მიზეზები უცნობია.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური მწუხარებით აცხადებს, რომ 2022 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა რუსეთის გმირი, გადამდგარი არმიის გენერალი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ვეტერანი ვიაჩესლავ ივანოვიჩ ტრუბნიკოვი. საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები გულწრფელ სამძიმარს უცხადებენ ვიაჩესლავ ივანოვიჩის ოჯახს და მეგობრებს, მისი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში“, - ნათქვამია დაზვერვის პრეს-ბიუროს ხელმძღვანელის განცხადებაში, რომელსაც სამთავრობო "ტასი" ავრცელებს. 

ტრუბნიკოვი საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორად 1996 წლის იანვრიდან 2000 წლის მაისამდე მუშაობდა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი