თბილისის მერი აშშ-ს ელჩს შეხვდა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერმა აშშ-ს ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს.

ვისაუბრეთ სამომავლო პროექტებზე, ასევე, თუ რა შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიმართულებით და ასევე, სად და რაში შეიძლება დაგვეხმაროს საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად, - განაცხადა კახა კალაძემ. 

შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო  და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვისაუბრეთ ღია მმართველობის პარტნიორობაზე, რომელშიც თბილისი მონაწილეობს, შევეხეთ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ინიციატივას, რომლის მიზანიც  თბილისში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მერიის გუნდის დახმარებაა. ჩვენ მოუთმენლად ველით მერთან და ქალაქ თბილისთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მრავალ ინიციატივაზე მუშაობას. მართლაც, შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს  და ძალიან მიხარია, რომ მომეცა მერთან შეხვედრის შესაძლებლობა, - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეხვედრაზე თბილისის მერმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი