"გვჭირდება ეროვნული ზეიმი, სადაც გავაცილებთ "ოცნებას" ხელისუფლებიდან" | ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

ბრძოლა ახალი არჩევნებისთვის - მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას ახლა გეგმას სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილი ერთიანობისკენ მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსაც. კონკრეტულ გეგმას საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე იტყვის. მიხიელ სააკაშვილს რუსთავის ციხეში დღეს ლევან ხაბეიშვილი შეხვდა.

"ჩემი აზრით, აქციის ნაცვლად უნდა მოვემზადოთ დიდი ეროვნული დღესასწაულისთვის, ზეიმისთვის, რაც ნიშნავს ქართული ოცნების, ანუ რუსული მმართველობის დასრულებას. შევცვალოთ ეს ტექსტი. აქცია კი არა, ჩვენ გვჭირდება დიდი ეროვნული დღესასწაული, სადაც ზეიმითა და დღესასწაულით გავაცილებთ ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან.

რაც შეეხება ერთობას, გათითოკაცებული ოპოზიცია, ერთმანეთთან დაპირისპირებული არის შესაძლებლობა რუსი ოლიგარქისთვის და მისი პარტიისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წევრის გაერთიანება",-თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი