ქუთაისის მერია ბიუჯეტს ვერ ითვისებს და მილიონობით ლარი გასახარჯი რჩება | "ფლანგვის დეტექტორი"

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიამ 2021 წელს ბიუჯეტიდან 15 მილიონი ლარი ვერ დახარჯა და წლებია, ბიუჯეტს სრულად ვერ ითვისებს - ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" წერს. 

ქუთაისის მერიამ ბიუჯეტი ვერც 2019-2020 წლებში აითვისა, თუმცა საჯარო მოხელეები მშვენივრად ითვისებენ საკუთარი ანაზღაურებისთვის გამოყოფილ თანხებს და ხელფასის გარდა მათ მილიონ ლარზე მეტის ჯილდო, დანამატი და დახმარება მიიღეს.

2021 წლის განმავლობაში მერიამ 100%-ით თითქმის ვერცერთი პროგრამა აითვისა და მათ შორის ყველაზე უარესად ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა შეასრულა, 10.2 მილიონი დაუხარჯავი ლარით.

ინფრასტრუქტურის გარდა ქუთაისმა ვერ აითვისა ბიუჯეტის შემდეგი მუხლები: დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 476 500, განათლება - 762 200, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 1 443 600, ჯანდაცვა და სოცუზრუნველყოფა - 282 500, - წერს ორგანიზაცია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი