ირაკლი კობახიძის აზრით, „მთავარი არხი“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ რუსულ პროპაგანდის მიმართულებით მუშაობენ, ხოლო „ალტ-ინფოსა“ და „ობიექტივს“ გავლენა არ აქვთ - ამის შესახებ "ოცნების" თავმჯდომარემ "პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას გეგმავს ქვეყანა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.
"რუსული პროპაგანდა არ ვიცი, „მთავარ არხს“ და „ტვ პირველს“ ჩვენ ვერ დავხურავთ, გააგრძელებენ მუშაობას რუსული პროპაგანდის მიმართულებით. თქვენ ნახეთ, ენმ-ის წარმომადგენლები გვარამია და საყვარელიძე როგორ აწარმოებდნენ ანტიამერიკულ პროპაგანდას - ამბობს კობახიძე
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ უკრაინული მხარე არ გულისხმობდა ამ მედიებს და საუბარია ისეთ ღიად რუსულ პროპაგანდისტულ საშუალებებზე, როგორიცაა „ალტ-ინფო“, კობახიძე ამბობს, რომ მას გავლენა არ აქვს:
ჩვენ ვიცით, რეალურად, პრობლემა სად არის, რომელ ტელევიზიებს აქვთ გავლენა და ეს ტელევიზიები როგორ მიმართავენ იმ პროპაგანდას, რომელიც წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე და ეს არის ეს არხები. მათი მხრიდან წარმოებს პროპაგანდა, რაც ხელს აძლევს რუსეთს...
რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ – გავლენა არის მნიშვნელოვანი, პოლიტიკური და სატელევიზიო. მათი გავლენა რომ ავიღოთ და ამ პრორუსული ტელევიზიების: „მთავარის“, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ რეიტინგები – პარტიული და სატელევიზიო – არის ცა და დედამიწა. აქედან გამომდინარე, თუ რამეა პრობლემა, არის ეს ტელევიზიები, არის „ობიექტივი“, რომელიც ანალოგიურად დაკავებულია პრორუსული პროპაგანდით. გავლენაა მთავარი. მათი გავლენა ჩვენი მმართველობის დროს რამდენჯერმე შემცირდა." ამბობს თავმჯდომარე კობახიძე.