მარიუპოლში ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე იერიში დაიწყეს

გამოქვეყნდა:

მარიუპოლში ოკუპანტები აზოვსტალს ბომბავენ - ამის შესახებ Telegram-ში მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო იტყობინება. მისივე ინფორმაციით, არტილერია და ტანკებიც აგრძელებენ იერიშს მარცხენა სანაპიროს უბნის საცხოვრებელ სექტორზე. 
ანდრიუშჩენკოს თქმით, 18 აპრილს ოკუპანტებმა ამ რაიონში მშვიდობიან მოქალაქეებს გზა გაუხსნეს, რათა სახლებიდან ნივთები წაეღოთ და ამისთვის ისინი ხალხს ავალდებულებენ თეთრი ლენტის ტარებას, რომლითაც რუსები საკუთარ თავს ინიშნავენ - ოკუპანტები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყენებას უკრაინელი სნაიპერებისთვის „სატყუარად“, - განაცხადა მერის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი