
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ვაჟთა საშუალო სკოლასთან აფეთქებებს სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - წერს საერთაშორისო გამოცემა aljazeera.
აფეთქებები აბდულ რაჰიმ შაჰიდის სკოლაში მოხდა, რომელშიც ქაბულის დასავლეთით მდებარეობს, სადაც შიიტები ცხოვრობენ.
ქაბულის საავადმყოფოდან წყარმ BBC-ს განუცხადა, რომ სკოლაში თავდასხმის შედეგად ამ დრომდე 19 დაშავებული შეიყვანეს. დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.