ოკუპანტების მიერ, წინაგარადან გატაცებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია - სუს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოკუპანტების მიერ ოკუპირებული სოფელი წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ კანიაშვილი თავისუფალია.

ვლადიმერ კანიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 9 დეკემბერს გაიტაცეს:

"უკანონო პატიმრობაში მყოფი ვლადიმერ კანიაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო დაკავების და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს", - წერია უწყების განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობაში საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი