
ხმაური იყო ფოთის საკრებულოში - სხდომა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დატოვა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს.
ოპოზიცია ამბობს, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად შედგენილი სოციალური პაკეტი მწირია, გარდა ამისა, სოციალური სტატუსის მინიჭება შერჩევით, პარტიული ნიშნით ხდება.
ოპოზიციონერების განცხადებებს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ავტორი: ემა გოგოხია