"რამდენიმე დაავადება აქვს, რომლებიც ერთმანეთს ართულებს" | მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა 

გამოქვეყნდა:

ალტერნატიული კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. მედიკოსები ამბობენ, რომ თითქმის 4 თვეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან ციხეში შესვლის უფლებას არ აძლევებ და ასევე უცნობია იმ ანალიზების პასუხები, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ციხის პირობებში უტარდება. 

ალტერნატიული კომისიის წევრების შეფასებით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას სამოქალაქო კლინიკაში კვლევების ჩატარება სასწრაფოდ სჭირდება. 

მძიმე მდგომარეობაა. ეს გამოიხატება იმაში, რომ მას აქვს პოლინეიროპათია, აქვს სხვადასხვა ორგანოთა უკმარისობა, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია კუჭნაწლავის ტრაქტი. ტვინის მხრივ არის ცვლილებები ობიექტური და ნეიროპათია რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა. ეს ყველა ერთდროულად არ დაწყებულა, დაიწყო თანდათანობით, შიმშილობის დაახლოებით მესამე კვირიდან და მას შემდეგ პროგრესირებს და მატულობს და მატულობს მათი რაოდენობა. მისი მდგომარეობა არასახარბიელოა, საჭიროებს სასწრაფო, გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მრავალპროფილურს, რომლის მსგავსიც საქართველოში არ გვაქვს... რამდენიმე დაავადება აქვს, რომლებიც ერთმანეთს ამძიმებს და ართულებს, - ამბობს ნევროლოგი ოთარ თოიძე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი