მილიონები კორუფციული გარიგებებისთვის | გაფლანგული ბიუჯეტი და უყურადღებოდ დარჩენილი ქუთაისი

გამოქვეყნდა:

მილიონები კორუფციული გარიგებებისთვის - ოპოზიცია ქუთაისის მერიაში ბიუჯეტის გაფლანგვისთვის გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ანტიკორუფციული მოძრაობა საუბრობს ფაქტებზე, რომლებიც ყოფილი საპარლამენტო დედაქალაქის ადმინისტრაციაში განსაკუთრებით დიდი მოცულობის დანაშულზე მიუთითებს.

ჯამურად, კორუფციული გარიგებების მოცულობა თითქმის 25 მილიონია, მაგრამ ეს მხოლოდ ფაქტების ნაწილის შეკრებით მიღებული მონაცემია. თავად სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან და ბიზნეს კლანებთან კონკრეტული ბიზნეს გარიგებები აკავშირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი