
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე ჰოსპიტალიზებულია. უცხოური მედიის ცნობით, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, სან პაულოში, ალბერტ აინშტაინის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ადრე ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა.
ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.