
ახლა თუ კოალიციური პარლამენტი არ გვეყოლება, ამ ქვეყანაში სახელწმიფო პროექტი ძალიან დიდი ხნით და ძალიან უპერსპექტივოდ გადაიდება - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი "მთავარი არხის" ეტერში საუბრისას.
გადაცვემა "დღის სტუმარში" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას, ხიდაშელი ამბობს, რომ მოქალაქეებმა არჩევანი არა რომელიმე კონკრეტული პარტიის, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გააკეთონ.
ხიდაშელის თქმით, სწორედ კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიული პარლამენტი შეძლებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზით წაყვანას
2020 წლის არჩევნების შედეგად თუ არ მივიღეთ კოალიციური მთავრობით, მრავალპარტიული პარლამენტი, საქართველოში სახელმწიფო ძალიან დიდი ხანი არ გვექნება. ეს არის მოქალაქეების არჩევანი. ნაცმოძრაობის, ქართული ოცნების, ლელოს ან ვიღაცის სასარგებლოდ კი არ უნდა გააკეთონ არჩევანი, არჩევანი უნდა გააკეთონ იმისთვის რომ სახელმწიფო შედგეს ამ ქვეყანაში" ამბობს ხიდაშელი.
თინა ხიდაშელი ოპოზიციის შეთანხმებას ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებზე მიესალმება და ამბობს, რომ ეს მიდგომა პოლიტიკაში ყოველთვის ამართლებს.