ბაიდენმა ობამას უთხრა, რომ 2024 წელს კენჭს ხელახლა იყრის - The Hill

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას უთხრა, რომ ის 2024 წელს პრეზიდენტობაზე ხელახლა იყრის კენჭს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hill ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

"[ბაიდენს] სურს კენჭისყრა და ის ამის შესახებ ყველას აცნობებს",-უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ.

მედია ასევე წერს, რომ უცნობია, როდის ისაუბრეს პრეზიდენტებმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა ობამა ბაიდენს თეთრ სახლში თვის დასაწყისში შეხვდა.

ბაიდენსა და ობამას შორის შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი თეთრ სახლში არ გაუკეთებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი