მარიუპოლში ვითარება უცვლელად, ძალიან მძიმე რჩება. რუსული არმია ბლოკავს ყველანაირ ძალისხმევას ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობისა და ჩვენი ხალხის გადასარჩენად. ოკუპანტები მათ ხელში ჩავარდნილი ადგილობრივების იძულებით დეპორტაციას ახდენენ. რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე აქამდე იძულებით გაყვანილი ათიათასობით მაცხოვრებლის ბედი უცნობია. სამწუხაროდ, რუსეთისგან არ ისმის პასუხი გაცვლის შეთავაზებაზე, რამაც შეიძლება, მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობა და დამცველები გადაარჩინოს.
თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.