ჩინოვნიკები მინისტრზე მაღალი ხელფასებით - "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა მმართველ გუნდში

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრმა ქამრებს შემოჭერა ეკონომიკური კრიზისის გამო დააანონსა, მაგრამ რეალობა სხვაა მინისტრს ხუთი მოადგილე ჰყავს, მათ დაქვემდებარებაში 16 დეპარტამენტი შედის, ასევე ის სიპები, სადაც ხელმძღვნელებს ზოგ შემთხვეაში თავად  მინისტრზე მაღალი ხელფასები აქვთ.

ნათელა თურნავას "ქონების ეროვნული სააგენტო" ექვემდებარება, უწყების თავმჯდომარე გიორგი დუგლაძეა - მისი თვიური ანაზღაურება 12 ათასი ლარია.

გიორგი დუგლაძისა და მისი ოჯახის სახელზე არაერთი უძრავი ქონებაა, რასაც მის დეკლარაციაშიც ვკითხულობთ.

2018 წელს,  300 000 ლარი წავკისში მდებარე აგარაკში გადაიხადა.  აგარაკი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული. "მთავარს" იქ  არავინ დახვდა. მეზობლებმა დაადასტურეს, რომ დუგლაძეები აქ მხოლოდ ზაფხულობით მოდიან.

გიორგი დუგლაძემ ბოლო წლებში აგარაკის გარდა სხვა ქონებაც შეიძინა. მიწის ნაკვეთი ბორჯომში, არასაცხოვრებელი ფართები თბილისში, ლისის ქუჩაზე, ჯამში სულ ნახევარ მილიონზე მეტი ლარის უძრავი ქონება. ფლობს 180 000 ლარის ღირებულების "პორშე კიაიენსა" და "ბეემვე იქს 1-ს", რომელიც 80 ათასი ლარად შეიძინა. გიორგი დუგლაძე მმართველი გუნდის შემწირველია, მან  "ქართულ ოცნებას" ჯამში 80 ათასი ლარი აჩუქა. 

კიდევ ერთი სიპი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება "სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა".  მის დირექტორი მიხეილ ხმალაძე ყოველთვიურად ხელფასის სახით 11 ათას ლარს იღებს. 

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი  სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს დირექტორს, დავით ტყემალაძეს წლიური ხელფასი 58 ათასი ლარი აქვს. ტყემალაძემ ბოლო დროს  თბილისსა და გურჯაანში უძრავი ქონება შეიძინა.

დეკლარაციაში, კახეთში მიწის ნაკვეთების ღირებულებად  0 ლარი უწერია, მაგრამ კოსტავას ქუჩაზე ბინაში გასულ  წელს 319 ათასი ლარი გადაიხადა. 

ვაკეში ორი ბინა კი საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს ეკუთვნის, რომლებშიც 2015 წელს ჩიქოვანმა 370 ათასი ლარი გადაიხადა. მისი ხელფასი კი ყოველ თვე  11 ათასი ლარია. ჩიქოვანი სავარაუდოდ აქ არ ცხოვრობს, რადგან საცხოვრებელი კომპლექსის დაცვა მას ვერ იხსენებს. 

ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ექსპერტები დიდი ხანსია საუბრობენ, მაგრამ პანდემიის დროს მინისტრების განცხადება ქამრების შემოჭერაზე რომ ტყუილია, ესეც იციან.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი