ქართული კომპანია "გერა" რუსულ ტრანზაქციებს რუბლში იღებს და დოლარში აკონვერტირებს | ელენე ხოშტარიას ბრიფინგი

გამოქვეყნდა:

რუსეთი საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებს - "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ასაჯაროებს კონკრეტულ დოკუმენტაციას, სადაც წერია, რომ ქართული კომპანია "გერა" რუსულ ტრანზაქციებს რუბლში იღებს და შემდეგ დოლარში აკონვერტირებს. 

ასევე, ხოშტარიას ინფორმაციით, პარლამენტი ცდილობს, "გერას" შეუქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მას ლეგალურად ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირებულია. 

"რუსეთის საავტორო ულფებათა ასოციაციის წარმომადგენელი წერს ესტონელ კოლეგას და მინდა უბრალოდ ციტირება მოვახდინო ამ წერილის:

"უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან, რუსული ბანკებისა და ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, ასოციაციას პრობლემა შეექმნა ჰონორარის უცხოურ ვალუტაში კონვერტაციასთან დაკავშირებით. უმსხვილესი რუსული ბანკები დაექვემდებარა ბლოკირების სანაქციებს. ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტაუციიდან.

გვსურს შემოგთავაზოთ, ჩვენი ორმხრივი ჰონორარის გაცვლის გზა ჩვენი პარტნიორი საქართველოში, კომპანია „გერა“. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გერას შეუძლია მიიღოს გადახდები რუსულ რუბლში და შემდეგ დააკონვერტიროს ის აშშ დოლარში".

ანუ, "გერას" მეშვეობით, რუსული კომპანია, რომელიც არის სანქცირებული, სთავაზობს ესტონელებს, რომ თავი აარიდონ ამ სანქციებს", - თქვა ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი