"არა რუსეთს, არ აგარევინებთ" | ხმაური ლაგოდეხში, "ალტ-ინფოს" ოფისთან

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხში, "ალტ-ინფოს" პარტიის "კოსერვატიული მოძრაობის" ოფისის წინ გამართულ აქციას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტებმა, მათ შორის პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, სალომე ღონღაძემ “კონსერვატიული მოძრაობის” ოფისზე ტრანსპარანტები, საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს. 

ამავე მოძრაობის წარმომადგენელმა ნოდარ ბიწაძემ კი პროტესტის ნიშნად, ორივე ქვეყნის დროშა ჩამოხსნა და შეკრებილებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. 

“ჩვენი არჩევანი ევროინტეგრაციაა, არა რუსეთს, არ აგარევინებთ”- ამ შინაარსის ტრანსფარანტები გააკრეს აქციის მონაწილეებმ “კონსერვატიული მოძრაობის” ლაგოდეხის ოფისზე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანშია გახსნილი. მათ მოძრაობას რუსეთისგან მართული ძალა უწოდეს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი