
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით გამოცადეს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "სარმატი".
"დღეს, მოსკოვის დროით 15:12 საათზე, არხანგელსკის ოლქში, პლესეცკის სახელმწიფო საცდელ კოსმოდრომზე, სახმელეთო კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა სარმატი წარმატებით იქნა გაშვებული."-წერს უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაკეტის გაშვების შემდეგ, პუტინი დაიმუქრა, რომ ეს რაკეტა "დააფიქრებს მათ, ვინც ცდილობს რუსეთს დაემუქროს".