
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.
დავით ზალკალიანის ამბობს, რომ რეზოლუცია მაღალი მხარდაჭერით მიიღეს. მისი თქმით დოკუმენტის მიღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების აქტუალურობას უსვამს ხაზს
მინდა მივულოცო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ჩვენი მისია ქ. ჟენევაში და დიპლომატიური კორპუსი, იმისათვის, რომ რეზოლუცია იქნეს მიღებული, ამას სჭირდება მუდმივი საქმიანობა ყველა მიმართულებით, მხარდამჭერი ქვეყნების მობილიზაციის თვალსაზრისით. რეზოლუციის წარმატებით კენჭისყრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საკითხი არის აქტუალური და საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად აქცევს ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციას“- ამბობს ზალკალიანი.
„თანამშრომლობა საქართველოსთან“ - გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო.