აშშ რუსეთისა და ბელარუსის ბიზნესსუბიექტებსა და მაღალჩინოსნებს დამატებით, სავიზო და ფინანსურ სანქციებს უწესებს.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ჩვენ გავაგრძელებთ მათ მიზანში ამოღებას, ვინც მონაწილეობს ან ხელს უწყობს სანქციების აცილებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ქვეშ არსებული სუბიექტებისთვის, რადგან ისინი თანამონაწილეები არიან პრეზიდენტ პუტინის მიერ წარმოებული სასტიკი ომის. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დაწესებული სანქციები შეამცირებს კრემლის უნარს, იქონიოს ძალა და დააფინანსოს მისი აგრესიული ომი.“
სახელმწიფო დეპარტამენტის განცახდებაში ნათქვამია, რომ 15 მარტს მიღებული ბრძანება, რომლის მიხედვითაც რუსეთის მთავრობის 587 მაღალჩინოსნსა და მათი ოჯახის წევრებს შეუჩერდათ ამერიკის ვიზის მოთხოვნის უფლება, ასევე გავრცელდება იმ რუს პოლიტიკოსებზე, რომლებიც რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ განსხვავებული აზრის ჩახშობაში იღებენ მონაწილეობას. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ამ სიას ასევე დაემატნენ რუსეთის დუმის ის წევრები, რომლებიც მედიის დამოუკიდებლობას ზღუდავენ.
ახალი სანქციების სიაში მოხვდა სამი რუსი ოფიციალური პირი - ჰუსეინ მერლოვიჩ ხუტაევი, ნურიდ დენილბეკოვიჩ სალამოვი და ჯაბრაილ ალხაზუროვიჩ ახმატოვი. ცნობილია, რომ სამივე მათგანი საჯაროდ დასახელდა უფლებადამცველ ოიუბ ტიტიევის წინააღმდეგ ჩადენილი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში მონაწილედ.
დღეს გამოქვეყნებული განცახდების მიხედვით, სავიზო და ფინანსური სანქციები შეეხო იმ 48 პირს, რომლებიც რუსეთსა და ბელარუსში ახორციელებდნენ, მხარს უჭერდნენ ან აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობის წინააღმდეგ საქმიანობდნენ პირდაპირ ან ირიბად. გადაწყვეტილება ასევე მოიცავს ე.წ დონეცკისა და ლუჰანკსის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე, 2014 წლიდან ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილე 10 პირს.
სავიზო შეზღუდვების დაუწესდა 17 პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბელორუსში დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლაში, მათ შორის ბელარუსის იმ მოქალაქეების ჩათვლით, რომლებიც დემოკრატიული ფორმებით გამართული დემონსტრაციების მონაწილეებს ავიწროებდნენ ან მათზე რეპრესიებსა და დაშინებას ახორციელებდნენ.
„შეერთებული შტატები ერთგულია იმ სამყაროსი, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, მათი დამცველები თავისუფალნი არიან რეპრესიებისგან და პასუხისგებაში არიან მიცემულნი ადამიანის უფლებების დამრღვევი პირები. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, რათა ხელი შევუწყოთ პასუხისმგებლობას უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის.“ - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) სანქციების ქვეშ აქცევს იმ სუბიექტებსა და კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობენ შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების თავიდან აცილების მცდელობაში.
OFAC სანქციებს უწესებს რუსულ კომერციულ ბანკს Transkapitalbank-ს და 40-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირების გლობალურ ქსელს, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი, კონსტანტინე მალოფეევი. ამავე სანქციების ქვეშ ექცევიან ის ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი მისიაა ხელი შეუწყონ სანქციების თავიდან აცილებას რუსული სუბიექტებისთვის. OFAC-მა ასევე დაასახელა კომპანიები, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ვირტუალური ვალუტის მაინინგის ინდუსტრიაში, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში სიდიდით მესამეა.
ბრძანების შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტი სანქციებს უწესებს Bank Otkritie-ს საბჭოს შემდეგ 16 წევრს: ქსენია ვალენტინოვნა იუდაევა, მიხაილ იურევიჩ ალექსეევი, ანატოლი მიხაილოვიჩ კარაჩინსკი, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ კოლიჩევი, ალექსეი იურევიჩ სიმანოვსკი, ანდრეი ფედოროვიჩ გოლიკოვი, ელენა ბორისოვნა ტიტოვა, მიხაილ მიხაილოვიჩ ზადორნოვი, დმიტრიან კრეაჩინა სადორნოვი, დმიტრიან პეტრონავი ს. ნიკოლაევი, სერგეი გეორგიევიჩ რუსანოვი, ნადია ნარიმანოვნა ჩერკასოვა და პოლ ენდრიუ გოლდფინჩი.