გერმანია რუსეთიდან ნავთობის იმპორტს წლის ბოლოს შეწყვეტს, ამას მოჰყვება გაზიც - საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

გერმანია რუსეთისგან ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე სრულად შეწყვეტს - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა ოთხშაბათს ბალტიისპირეთის კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ამას მოჰყვება ბუნებრივი აირიც.

"ჩვენ წარსულში შეცდომები დავუშვით ზუსტად ამ სფეროში, თუმცა, წარსულს ვერ დავაბრუნებთ. ახლა უნდა შევწყვიტოთ ენერგომატარებლების იმპორტი რუსეთიდან. დიახ, გერმანიაც სრულად უარს იტყვის რუსულ ენერგო იმპორტზე. ზაფხულისთვის ორმაგად შევამცირებთ, წლის ბოლოსთვის კი ნულამდე დავიყვანთ", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ევროპის მხრიდან  რუსეთთან ვაჭრობისა და ენერგო იმპორტის შემცირების აუცილებლობაზე ისაუბრა ედგარს რინკევიჩისმაც. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ეკონომიკის რეორიენტირება უნდა მოხდეს "რუსეთთან თანამშრომლობიდან, მის სრულ იზოლაციამდე. იქნება ეს ენერგო თუ სხვა სფერო".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი