ალუდა ღუდუშაურის აზრით, Freedom House-ის ანგარიშში, დემოკრატიის ინდექსის შემცირება, კოვიდშეზღუდვებს უკავშირდება

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური თვლის, რომ  Freedom House-ის ანგარიშში, დემოკრატიის ინდექსის შემცირება, კოვიდ პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს უკავშირდება: 

„დემოკრატიის ინდექსში გარკვეული მაჩვენებლების რამდენიმე საფეხურით და ამ შემთხვევაში, ერთი საფეხურით დაწევა, სურათს დიდად არ ცვლის. საქართველოს შემთხვევაში ერთი საფეხურით არის დაწეული, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიული, მოწინავე ქვეყნები არიან და მათთან რამდენიმე საფეხურით არის ჩამოწეული. ეს დიდწილად განპირობებულია კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე მთელი რიგი შეზღუდვებით, რომელიც დააწესეს სახელმწიფოებმა და ეს იყო ადამიანის ზოგიერთი უფლების შეზღუდვა. ეს შეფასებები გასული წლის შეფასებებია, მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება, რომ დემოკრატიის მცირედით გაუარესება ძირითადად გამოწვეულია კოვიდ პანდემიით,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

დემოკრატიის მაჩვენებელი საქართველოში გაუარესებულია - დასკვნას Freedom House აქვეყნებს. ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც მიმოიხილავს "გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების  მდგომარეობას, საქართველოს დემოკრატიის ქულა 3.18-დან 3.07-მდე დაეცა და ის კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი