App Store-ისა და Google Play-ს რუსული ანალოგი შეიქმნება - კრემლის პრესსამსახური

გამოქვეყნდა:

App Store-ისა და Google Play-ს რუსული ანალოგი 1 ივნისამდე შეიქმნება - ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

​გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ციფრული განვითარების სამინისტროს დაავალა, 1 თვის განმავლობაში უზრუნველყოს უცხოური პლატფორმების რუსული ანალოგის შექმნა. 

მიშუსტინის თქმით, რუსეთს ამისთვის ყველა პირობა აქვს.

"ამისთვის ყველაფერი გვაქვს. არის ეკოსისტემის ელემენტები, რომლებიც მხოლოდ დასრულებას საჭიროებს", - ამბობს მიშუსტინი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი