
ავსტრიამ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი და გადამუშავება სრულად შეწყვიტა - ამის შესახებ ინფორმაციას,რუსული მედია და ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV ავრცელებს.
თუმცა OMV-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებზე ჯერ საჯარო განცხადება ხელმისაწვდომი არ არის.
ცნობისთვის, ავსტრია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც ნავთობის იმპორტს რუსეთიდან კრძალავს. მანამდე ეს გადაწყვეტიება შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიიღეს, შემდეგ კი მათ შეუერთდა ავსტრალია. პოლონეთი კი, რუსეთში საწვავის შესყიდვის ხელშეკრულებებს არ განაახლებს.