
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ე.წ. საზღვარი იხსნება - საგუშაგო 2 წელზე მეტია, დაკეტილია.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ე.წ. საზღვარი 21 აპრილის 08:00 საათიდან 25 აპრილის 08:00 საათამდე გაიხსნება.
ბრძანებას 20 აპრილს ხელი ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მოაწერა.
საუბარია გამშვებ პუნქტებზე "რაზდახანი"(ოძისი/მოსაბრუნი), "სინაგური"(სინაგური) და "პერეუ"(პერევი).