
ესტონეთის პარლამენტმა უკრაინაში რუსი ოკუპანტების ქმედებები გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის რადას დეპუტატი, ოლენა შულიაკი Telegram არხზე ავრცელებს.
შულიაკი წერს, რომ ესტონელმა პარლამენტარებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და მათ ამისთვის მადლობა უხდის.
"ეს მნიშვნელოვანია ათიათასობით მსხვერპლის ხსოვნისათვის. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გააუპატიურეს და აწამეს, მათთვის, ვისი სახლებიც დაინგრა, ასევე, მნიშვნელოვანია იმ ასიათასობით ადამიანისთვის, რომლებიც დღეს მარიუპოლში იძულებულნი არიან, სარდაფებში ჭურვებს დაემალონ", - წერს შულიაკი.