საკმაოდ სუსტადაა, უჭირს გადაადგილებაც და საუბარიც - ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს უჭირს საუბარი, გადაადგილება და თავს სუსტად გრძნობს. მან დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.

"პრეზიდენტი სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის და მე პირველად არ შევდივარ და სხვა ყველა დანარჩენი შესვლიდან საკმაოდ სუსტად გამოიყურება და სამარცხვინოდ გამოიყურება ხელისუფლება. ყველაფერთან ერთად, თუმცა რა არის გასაკვირი, როდესაც ადამიანს კლავენ, შეიძლება ითქვას და მას ფიზიკურად ანადგურებენ, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის და ეს კიდევ ვიმეორებ, არ არის ეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული, ეს არის სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული ქმედება ხელისუფლების მხრიდან. 

უჭირს საუბარი, უჭირს გადაადგილებაც, თუმცა მისი მოტივაცია დღეს ამ ქვეყნის გადარჩენაზე, მისი მოტივაცია დღეს უკრაინაში, უკრაინის გადარჩენაზე არის პირველი", - თქვა გიორგი ბოტკოველმა. 

ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. მედიკოსები და სპეციალისტები, ასევე, ადვოკატები და ოჯახი ამბობს, რომ მისი საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში გადაყვანაა საჭირო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი