"დასკვნაში არაერთი ფაქტობრივი შეუსაბამობაა" - სარჯველაძე Freedom House-ს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" Freedom House-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მმართველი პარტია უკმაყოფილოა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა.

"დაუზუსტებელია მეთოდოლოგია ან ინფორმაციის წყარო, რომელსაც ეყრდნობა ამ შემთხვევაში ასეთი გაკეთებული შეფასებები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მიაქცევთ ყურადღებას ფაქტობრივ მონაცემებს, რომელზეც დაშენებულია შემდგომში დასკვნა, იქ აღმოაჩენთ არაერთ ფაქტობრივ შეუსაბამობას, მაგალითად არასრულად ინფორმაციის ასახვას, რომელიც უკავშირდება იგივე მიშელის დოკუმენტს, რომ თითქოს ოპოზიციური პარტიების მხრიდან ყველასგან იყო მხარდაჭერილი შესრულების და იმპლემენტაციის პროცესში აქტიურად მათი ჩართულობა და ასე შემდეგ", - თქვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

დემოკრატიის მაჩვენებელი საქართველოში გაუარესებულია - დასკვნას Freedom House აქვეყნებს. ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, რომელიც მიმოიხილავს "გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების  მდგომარეობას, საქართველოს დემოკრატიის ქულა 3.18-დან 3.07-მდე დაეცა და ის კვლავ ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი