
რუსეთის ქალაქ ტვერში, თავდაცვის სამინისტროს კვლევით ინსტიტუტში ხანძარი გაჩნდა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია კიდევ ერთი ადამიანის ბედი. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა შენობის სახურავი. ცეცხლი ჯერ შენობის მეორე სართულზე გაჩნდა, შემდეგ კი სწრაფად მოედო სამ სართულს.
საჭირო გახდა დაწესებულების პერსონალის, 30-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.