აიკრძალოს ე.წ. გეორგიევსკის ლენტის, Z და V სიმბოლოების გამოყენება - "ლელოს" ინიციატივა

გამოქვეყნდა:

პარტია "ლელო" საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების გამოყენება დასჯადი უნდა გახდეს.

საუბარია ე.წ. წმინდა გიორგის ლენტის, ასევე ლათინური სიმბოლოების - Z-ს და V-ს გამოყენების აკრძალვაზე.

"დღეს, როდესაც თავისუფალი სამყარო ებრძვის რუსეთს უკრაინაში, იმისთვის, რომ დაიცვას თავისუფლება, დემოკრატია და ამასთან ერთად, უკრაინის სუვერენიტეტი, ჩვენ ყველას გვესმის, რომ დღეს, ყველანაირი მცდელობა, მათ შორის პროპაგანდისტული გზავნილებით და პროპაგანდისტული სიმბოლოების გამოყენებით, რუსეთის აგრესიის და პუტინის რაშიზმის გამართლება, დაცვა, არის მათ შორის ჩვენი, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც დასჯადს გახდის ჩვენს ქვეყანაში რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოებად ქცეული სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას. სიმბოლოები, რომლებიც ჩვენი შეხედულებით უნდა აიკრძალოს, არის: ე.წ. წმინდა გიორგის ლენტი, რასაც ხშირად ვხედავთ სამწუხაროდ საჯარო სივრცეში ჩვენს ქვეყანაშიც და ასევე, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში რუსეთის აგრესიის სიმბოლოდ ქცეული ლათინური ასოების - V-ს და Z-ს გამოყენება", - თქვა პარტიის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი