
უკრაინა მიიღებს დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისაუბრა.
ბაიდენმა თქვა, რომ ახალი პაკეტი მძიმე არტილერიას, ტყვიამფრქვევებსა და ტაქტიკურ დრონებს მოიცავს.
„დღეს მე ვაცხადებ 800 მილიონ დოლარის დამატებით დახმარებას, რათა კიდევ უფრო გაზარდოს უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში ქვეყნის ბრძოლის უნარი",- თქვა ბაიდენმა
ცნობისთვის, აშშ-მ უკრაინის ეკონომიკისთვის დამატებით 500 მილიონი დოლარი გამოყო.