"მეზობელი აწამეს, მოკლეს, ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ ვნახეთ" - 1 თვიან ოკუპაციაზე ბოროდიანკაში, "მთავარ არხთან" საუბრობენ

გამოქვეყნდა:

რუსული ოკუპაციის და უკრაინელების წინააღმდეგ მოწყობილი გენოციდის ცოცხალი მტკიცებულებები, ოკუპანტებისგან გათავისუფლებული უკრაინული ქალაქები და სოფლებია.

ბოვარის რაიონის სოფელი ბერვეცა, ერთი თვე  ოკუპირებული იყო და უკრაინულმა არმიამ ის დაახლოებით 2 კვირის კვირის წინ გაათავისუფლა. კიევის ოლქის ამ სოფელში, "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა.

"სიტყვებით ვერ აღვწერთ, როგორ ვიყავით. საშინელება იყო. ოკუპანტების შემოსვლის შემდეგ, ყოველ ღამე საშინელება ტრიალებდა სიტყვები არ მყოფნის ვერ ვიჯერებ. იპარავდნენ, მოროდიორობდნენ , ბომბავდნენ, ყველაფერს ანადგურებდნენ. ძროხების დახოცვაც უნდოდათ, თუმცა შევევედრეთ და აღარ მოკლეს. ჩემი ქმარიც კინაღამ მოკლეს, თუმცა ბოლოს დაინდეს. მეზობელი კი აწამეს, შემდეგ კი უმოწყალოდ მოკლეს. მის სახლში შევედით ჩემი თვალით ვნახე, დაჭრილი იყო იატაკზე იწვა, ეტყობა დიდხანს აწამებდნენ, მისი ცხედარი კი რამდენიმე დღის შემდეგ ვნახეთ", - ამბობს სოფლის მცხოვრები

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაული 8 000 -ზე მეტია. მათი ცნობით ამ დრომდე მიმდინარეობს, ოკუპანტებისა და გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება.

"ომის დაწყებიდან დღემდე, ჩვენმა ბიურომ რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი, 8 000-ზე მეტი სამხედრო დანაშაული დაადასტურა. აქედან, 2 500-ზე მეტი კიევის ოლქშია დაფიქსირებული. ამ ეტაპზე რუსული არმიის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ვმუშაობთ. მიმდინარეობს გამოძიება და მოსახლეობის გამოკითხვა, დღეს ჩვენი გამომძიებლები ამ დასახლებულ პუნქტში მუშაობენ. შედგენილი გვაქვს სპეციალური ალგორითმი და ვცდილობთ, იმ ოკუპანტების იდენტიფიცირებას ვინც აქ იყო, ასევე ვადგენთ იმ ადამიანების ვინაობას, ვინც ოკუპაციას ემსხვერპლა. ვსწავლობთ მაროდიორობის, ძარცვისა და წამების ფაქტებს", - ამბობს უკრაინის პოლიციის წარმომადგენელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი