დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენა გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებაა დაგეგმილი, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება, ხოლო 8 მარტის შეთანხმება შეუსრულებელია.

კენჭისყრაში მოაწილეობას  არ მიიღებენ "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციები. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ეს იქნება ცვლილება, რომელშიც ოპოზიციის მხარდაჭერა არ აისახება.

"ნაციონალური მოძრაობა" აპირებს და გააკეთებს იმას, რასაც ვამბობდით ამ ორთვენახევრის განმავლობაში, თუ ხელისუფლება არ შეასრულებს დადებული შეთანხმების თავის ნაწილს, არც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში, თუ კიდევ ერთხელ იკადრებს, რისი ეჭვიც გვაქვს, ივანიშვილი, ისევ მოატყუოს და გადააგდოს ქართული საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები, ეს კიდევ უფრო მეტ პირობას შექმნის, რომ არსებული სისტემითაც უფრო ძლიერად დავამარცხოთ ეს რეჟიმი, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პირველ მოსმენას მისი პარტია კანონპროექტის ჩაგდების თავიდან არიდების მიზნით დაესწრო, თუმცა სანამ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, "ევროპელები" საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ, პარლამენტმა 21 ივნისს მიიღო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი