ლატვია აღიარებს უკრაინაში გენოციდს და სამხედრო დანაშაულების მხარდამჭერებს მოქალაქეობას ჩამოართმევს

გამოქვეყნდა:

ლატვიის პარლამენტი აღიარებს რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, როგორც გენოციდს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია The Kyiv Independent ავრცელებს. 

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულების მხარდაჭერისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გულისხმობს. კანონს მხარი 62-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 წინააღმდეგი იყო, 14-მა კი თავი შეიკავა. 

მოქალაქეობა შეიძლება გაუუქმდეს მათ, ვინც მხარს უჭერს გენოციდს, მშვიდობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ტერიტორიულ მთლიანობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგის დამრღვევთა მომხრეებს. 

წესი ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ერთზე მეტი პასპორტი (ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები არიან) და ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი