"ქართული ოცნება" 10 წლის გახდა | რა მოხდა საქართველოში "საოცნებო" 10 წლის მანძილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ათი წლის გახდა. 2012 წელს, ზუსტად ამ დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა პარტია, რომელიც 9 წელზე მეტია საქართველოს მართავს. რა მოხდა ამ 9 წლის განმავლობაში? რა შეძლო და რა ვერ გააკეთა მმართველმა პარტიამ - საგანგებო გზავნილში "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, მხოლოდ წარმატებებზე საუბრობს, რომლებიც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან საეჭვოა.

ხუთგვერდიან პოლიტიკურ ეპისტოლეს კიდევ ერთი, წმინდად "ქართული ოცნების" დამახასიათებელი ნიშანი აქვს - მადლობა ბიძინა ივანიშვილს - არის ფრაზა, რომელიც ვრცელ წერილში არაერთხელ გვხვდება. თუმცა თავად ბიძინა ივანიშვილი დღეს საერთოდ არ გამოჩენილა და დიდი ალბათობით თავისი პარტიის წევრებისთვის არც პირადად მიულოცავს იუბილე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი