რეალური საფრთხე თუ შეთქმულების თეორია? უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ჩამოსვლა და მათი შესაძლო საეჭვო საქმიანობა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვის ნიშნებს. დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა მწერალ ლაშა ბუღაძის მოყოლილი ისტორია და სამოქალაქო აქტივისტების მიერ თბილისის ქუჩებში აღმოჩენილი უცნაური ნიშნები.
შეიკრიბნენ თუ არა თბილისში ფე-ეს-ბეს აგებტები და რა გეგმით მოქმედებენ ისინი? ელოდებიან თუ არა რაიმე ნიშანს და არის თუ არა საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი დივერსიის ნაწილი ქუჩებში და შენობების კედლებზე დახატული ნიშნები? ხელისუფლება ჯიუტად დუმს და არაფერს განმარტავს - შესაბამისად სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება ჭორები ამ თემების ირგვლივ.