დემოკრატიის ხარისხი მაღალ დონეზეა აყვანილი, სამწუხაროდ, ეკონომიკა ჯერ ვერ ეწევა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

დემოკრატიის ხარისხი არის მაღალ დონეზე აყვანილი, თუმცა ამას ვერ ეწევა სამწუხაროდ ჯერ კიდევ ეკონომიკა, რაც არის სერიოზული პრობლემა ჩვენი სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის. ანუ, წინ უსწრებს დემოკრატიის ხარისხი ჯერ კიდევ ეკონომიკის განვითარების მდგომარეობას. ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ არის დაახლოებით 5 ათასი დოლარი ერთ სულ მოსახლეზე, რაც არის ძალიან მცირე მაჩვენებელი. ჩვენ რამდენჯერმე ჩამოვრჩებით ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც არის რა თქმა უნდა გამოსასწორებელი.

თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი