
შალვა ნათელაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, არ გამოეთიშონ საერთო ფორმატს. ლეიბორიტული პარტიის ლიდერი ამტკიცებს, რომ ოპოზიციური ერთობის დაშლა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია. მისივე თქმით, ახლა არა პოლიტიკური ვაჭრობის, არამედ ერთის დასამარცხებლად გაერთიანების დროა.
კოლეგებს პოლიტიკური პარტიებიდან თუ პერსონებიდან, ვურჩევდი, რომ საერთო ფორმატს არ გაეთიშონ და არ დაცილდნენ, რადგან დღეს ორი პოლიტიკური პოლუსია ქვეყანაში, ერთი სოლოლაკის კლასტერი, რომლის ვადებიც ისტორიული, მორალური, ამოწურულია და მიდის და მეორე, ეს ერთიანი ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გადასარჩენად შეიკრიბა, და არა სიებისთვის, - ამბობს იგი.
შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით დარჩენილ ორ ოლქთან დაკავშირებით კონსულტაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და საბურთალოსა და დიდუბე-ჩუხურეთში მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.