"არ მჯერა, რომ სააკაშვილს სადმე სამკურნალოდ გადაიყვანენ. არ მჯერა, რომ სააკაშვილს გამოუშვებენ. სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ერთადერთი, რის გამოც ეს ადამიანი ციხეში ზის, ისაა, რომ ის აღქმულია როგორც საფრთხე ამ ხელისუფლების მიერ - ეს არის და ეს. მურუსიძე-ჩინჩალაძის გადასაწყვეტი ეს არაა. ნორმალურმა სასამართლომ შესაძლოა, გამოიკვლიოს და დაეყრდნოს სააკაშვილის წარსულს, მაგრამ ამ რეალობაში ის ჩვეულებრივი პოლიტპატიმარია".
ამბობს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.